ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩხუბი ახალგაზრდებს შორის ყოველთვის იქნება. 10 წლის წინ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს…” – მამუკა მდინარაძე

“ქუჩაში ჩხუბი ახალგაზრდებს შორის, შეხლა-შემოხლა ყოველთვის იქნება, პრობლემა იქნება, დანაშაულიც მოხდება, სამწუხაროდ. კაცობრიობის პრობლემაა დანაშაული და ჩვენ ახლა ვსვამთ კითხვებს ზოგადსაკაცობრიო პრობლემასთან დაკავშირებით, რატომ ვერ ხდება რაღაცების მოგვარება? ხდება. ჩვენ გვახსოვს, რომ 10 წლის წინ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს არის. 20 წლის წინ უფრო უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე 10 წლის წინ. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელშიც არ არის პრობლემა, ვთქვათ, არასრულწლოვნები არ ეჩხუბებიან ერთმანეთს.”

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

ამის შესახებ მდინარაძემ “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რითაც გამოეხმაურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.

იტვირთბა....