საქართველოში COVI-19-ით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, პაციენტი 82 წლის იყო და ის საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა.
მისივე თქმით, მამაკაცის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა და ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.