ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის 13 ოლქში შესაძლოა კარანტინი გამკაცრდეს

უკრაინის 13 ოლქში შესაძლოა კარანტინი გამკაცრდეს – შესაბამისი განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა გააკეთა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რამდენიმე რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალია, საავადმყოფოები გადავსებულია, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებებში ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ. სტეპანოვის განცხადებით, იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობაა, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტის, სპორტდარბაზებისა და ფიტნესცენტრების მუშაობაზე შეზღუდვა დაწესდეს.

შეგახსენებთ, უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი. ჯამშ უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 52 605 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 110 ადამიანი.

იტვირთბა....