პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერებად კი თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს – პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკი წარადგინა, რომელიც 88 ხმით ერთხმად დაამტკიცეს.
უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერებად, ასევე, არჩეული არიან თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
სპიკერატში უმრავლესობის ერთი კვოტა ვაკანტურია.