ახალი ამბები

დეპუტატებმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს

დეპუტატებმა მე-11 მოწვევის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული გახდა;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – რატი იონათამიშვილი;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – გივი მიქანაძე;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – შოთა ბერეკაშვილი;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ზარქუა;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – ლევან მახაშვილი;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ალექსანდრე ტაბატაძე;

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ – გიორგი გაბუნია;

რეგიონული პოლიტიკა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ქადაგიშვილი;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – დავით მათიკაშვილი;

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – ვიქტორ სანიკიძე;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზაზა ლომინაძე.

რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი კახიანი აირჩიეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გიორგი კახიანი ორი კვირის განმავლობაში დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ორი კვირის შემდეგ კი, იგი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ იქნება არჩეული, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი არჩილ გორდულაძე გახდება მას შემდეგ, რაც ის პარლამენტს შეუერთდება.

იტვირთბა....