ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ჰომერის ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს

სამუშაოების შდეგად, 5 327 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე უკვე 500 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამ დროისთვის გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თინათინ ნიბლოშვილი გაეცნენ.

„აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი.  პროექტის დასრულების შემდეგ კი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ. ენდ ლ“ ასრულებს. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია  600 000 ლარით.

 

 

იტვირთბა....