„ჩემთვის გასაოცარი იყო, რომ რაღაც ახალი პლატფორმა შექმნა სამმა ადამიანმა და მათი მთავარი სამიზნე გახდა ოპოზიცია. საოცარებაა! ორჯერ ორი ოთხია. თვალები დავიბნელოთ თუ რა გავაკეთოთ?! გააკეთეს რაღაც პლატფორმა და სამიზნეა ოპოზიცია, იმის მაგივრად, ამდენი უსამართღლობა ხდება ქვეყანაში, წადი და ებრძოლე.”
ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა ეკა მიშველაძის დღის ამბებში განაცხადა.
ცნობისათვის, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. შესაბამის მემორანდუმს ხელი 18 ივნის მოაწერეს.