მთავარი ციტატა

“შაქარაშვილი როგორ არ დაგინახავსო და ძალადობა წავიდა… არაუშავს, ჩემს შვილს მოხვდეს, ოღონდ სიმართლე თქვას”- ერთ-ერთი დაკავებულის მამა

“რაც ჩვენ გვინდა, ის უნდა დაწეროო, ეუბნებოდნენ. იმ დონეზე ვიყავი სიმართლის გარკვევით დაინტერესებული და გარდაცვლილ ბავშვზე ვფიქრობდი, გამოძიებისთვის ხელი არ შემიშლია.  ვიფიქრე, არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს ხელი, ოღონდ სიმართლე თქვას-მეთქი. ერთმა პოლიციელმა ჯერ კეფაში შემოარტყა და მეორედ, ზურგში მუშტი ჩაარტყა.იმ დონეზე ვიყავი აღშფოთებული იმ ბიჭის დაღუპვით, ჩემი შვილი თუ დასასჯელია, პირველი ის დასაჯეთ-მეთქი, ვუთხარი.  ჩემი შვილი ამბობდა, შაქარაშვილი არ დამინახავსო და როგორ არ დაგინახავსო და ძალადობა წავიდა.  არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს, ოღონდ სიმართლე თქვას და გამოძიებას ხელი არ შევუშალო-მეთქი.”

ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, ადვოკატმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი გიორგი შაქარშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი პოლიციამ სცემა. არასრულწლოვანზე ზეწოლა დაკითხვის დროს განხორციელდა. 

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ასევე, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. 

იტვირთბა....