ახალი ამბები მთავარი სამართალი

“პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანს მოხვდა თავში და ზურგში” – რა მოხდა მცხეთის პოლიციაში

ადვაკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, ფეხბურთელი გიორგი შაქარშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი პოლიციამ სცემა. ამის შესახებ, დაკავაბული არასრულწლოვანის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გელხაურის თქმით, არასრულწლოვანზე ზეწოლა დაკითხვის დროს განხორციელდა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საუბრობს ჩვენებისას ცალკე განხორციელდა ზეწოლა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. გამოკითხული არის მშობელთან ერთად, თუმცაღა გამოკითხვას არ ესწრებოდა ადვოკატი. მასზე როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანს მოხვდა თავში და ზურგში. ამას მშობელიც ადასტურებს.  არასრულწლოვანი მცხეთის რაიონულ განყოფილებაში იმყოფებოდა.”

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს არ ცნობს დამნაშავედ. მას ედავებიან მონაწილეობას და ორგანიზებას, რაც იმას ნიშნავს რომ მან ორგანიზება გაუწია სახელმწიფოს წინააღმდეგ რბევასა იარაღის გამოყენებით, იძალადა და მიიღო მასში მონაწილეობა. ეს არის აბსურდი. მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არცერთ ჩხუბში. ასევე არსებობს სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არ ქონია არანაირი ნივთი ხელში”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ 17 პირი დააკავა.

იტვირთბა....