ოფიციალური თბილისის მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საკითხის პოლიტიზირებას აქვს ადგილი – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვამ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის თაობაზე.
მისი თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს დესტრუქციული ხაზის გამო.
„კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თემის პოლიტიზირების მცდელობები გრძელდება და ამის ფონზე სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა სოხუმთან და ცხინვალთან არსებული პრობლემების თაობაზე დიალოგზე უარს ამბობს“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.