“მთავარ არხზე” გასული სიუჟეტის გამო, მოქმედი გმირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სიუჟეტში, არკინაზ გულიევა და ზანურა ტალიბოვა აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ოჯახს 10 ათასი ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ.
საკითხთან დაკავშირებით, განცხადება თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. მისი თქმით, გაჟღერებულ ვერსიას სიცრუეა და “მთავარი არხის ტარიფით, საქართველოს გარდაცვალების საშუალო ევროპული დონის მისაღწევად 30-40 მილიონი ლარია საჭირო.”