მთავარი ციტატა

“თუ დაზიანებები სიცოცხლის პერიოდში აქვს მიყენებული, ძალიან ცუდ ამბავს დავატრიალებთ”- შაქარაშვილის ბიძა

“ოჯახისთვის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ გავიგოთ ზუსტად ბავშვს არსებული დაზიანებები სიცოცხლის პერიოდში აქვს მიყენებული თუ არა. თუ სიცოცხლის პერიოდში აქვს მიყენებული, გიდასტურებთ, რომ ძალიან ცუდ ამბავს დავატრიალებთ. უნდა ვიცოდეთ ეს გადაჭრით და კატეგორიულად.”

მირიან ნიკოლაძე –  გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა

ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან დაკრზალვის წინ განაცხადა.

ამასთან, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, “გიორგი თვითონ, ნებაყოფლობით, ღამის 2 საათზე არაგვში საბანაოდ, რომ არ ჩასულა, ეს ვიცით ყველამ. ანუ წინ კონფლიქტური განმაპირობებელი ფაქტები არსებობდა.” 

19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

 

იტვირთბა....