ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პუტინს 30-ჯერ, შესაძლოა 40-ჯერაც შევხვდი, ჩემთან ურთიერთობით მაზოხისტურ სიამოვნებას იღებდა” – სააკაშვილი

“რამდენჯერ შევხვდი პუტინს? 30-ზე მეტჯერ, შესაძლოა, 40-ჯერაც. ძალიან ბევრჯერ. მრავალსაათიანი მოლაპარაკებები გვქონდა. ის ჩემთან ურთიერთობით მაზოხისტურ სიამოვნებას იღებდა. დებატებს აწყობდა, დსთ-ის არც ერთ ლიდერთან, ზოგჯერ ლუკაშენკოს თუ არ ჩავთვლით, პრესკონფერენციებს არ აწყობდა. ჩემთან ერთად გამოდიოდა პრესასთან, აწყობდა დებატებს. მე ვხედავდი და ჟურნალისტებიც ამჩნევდნენ, რა ხდებოდა. მე ვიფრინე თვითმფრინავით და ორ კვირაში პუტინი დაჯდა თვითმფრინავის შტურვალთან. ჩავყვინთე შავ ზღვაში და ერთ კვირაში პუტინმა ჩაყვინთა შავ ზღვაში.”

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი

ამის შესახებ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, “ასეთი დამთხვევები არ არსებობს, ძალიან ბევრი დამთხვევაა. ის სულ მეკითხებოდა, როგორ აკეთებ ამასო.”

იტვირთბა....