ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას გიორგი გაბუნია” – ევროპის პრესისა და მედია თავისუფლების ცენტრი

“ევროპის პრესისა და მედია თავისუფლების ცენტრი” (ECPMF) ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას მისი  უსაფრთხოება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია კატეგორიულად გმობს გაბუნიას მკვლელობის მცდელობას პოლიტიკური ნიშნით.

“ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას სავარაუდოთ პოლიტიკური ნიშნით მკვლელობის მცდელობას საქართველოში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააკეთონ მაქსიმუმი და დაიცვან იგი.

არცერთ ჟურნალისტს არ უნდა ემუქრებოდეს საფრთხე სამუშაოს შესრულებისთვის.
#უსაფრთხოჟურნალისტი #ჟურნალისტიკა_არ_არის_კრიმინალი” ,- წერია ცენტრის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

მომხდართან დაკავშირებით სუს-ში უკვე დაიკითხა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

იტვირთბა....