“იმ სამიდან ვინმე თუ გამოსაშვები და პოლიტპატიმარია რურუაა ზუსტად, თუ გაინტერესებთ ჩემი პოზიცია. დღეს ქართულმა ოცნებამ, მაგალითად, არ შეასრულა მისი პირობა ბოლომდე, ხმა მისცა ამ კენჭისყრას, 120/30-ზე, მაგრამ რა პირობაც აქვს დადებული, სავარაუდოდ, ჩვენს მიღმა, და მე მჯერა, რომ ეს პირობა მას დადებული აქვს, ის ბოლომდე არ შეასრულა და რურუა არ გამოუშვა.”
ლევან კობერიძე – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ კობერიძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
კობერიძემ არ გამორიცხა, რომ გიორგი რურუა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენამდე გირაოთი გათავისუფლდეს. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯები ადასტურებს, რომ ქართული ოცნება მათთან მოლაპარაკებაშია.