ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო

გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხი ერთ თვეში იქნება. გარდაცვლილის ოჯახის გადაწყვეტილებით, პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაიკითხა ყველა მოზარდი, რომლებიც დაღუპულ ახალგაზრდასთან ერთად მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

ასევე დაიკითხება ყველა ის პირი, რომლებიც ავტომაგისტრალზე დროის იმ მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა დაღუპული გიორგი შაქარაშვილი დააფიქსირეს.

მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მანამდე ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, მეგობრები დაბადების დღეზე მცხეთაში, აგარაკზე იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებს შორის კამათი მოხდა, რომელიც შემდგომში გარეთ გაგრძელდა. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს.გიორგი შაქარაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს აკადემიის“ წევრი იყო.
იტვირთბა....