საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 24 ივნისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.0535 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0442 ლარი ღირდა.
ასევე, გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4462 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4153 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 ივნისს ამოქმედდება.