“ერთ დროს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ იხსნა ქართული დემოკრატია! კიდევ კარგი, ჭკუა ეყოთ და არ მივიდნენ კენჭისყრაზე, თორემ ბიძინა დროს იხელთებდა და ეგრევე ჩააგდებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს. აღარ გაგივა ეგ ხრიკები, ბიძინა! აი, ნახე – მომავალი მოწვევის პარლამენტში საერთოდ არ შემოვლენ ნაცები და დაგტოვებენ სრულ იზოლაციაში.
ლაშა ნაცვლიშვილი, “ქართული ოცნების” პიარ-კონსულტანტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა საკონსტუტიციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ოპოზიციური პარტიები ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე, პირველი მოსმენის დროს, უარს აცხადებდნენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. განხილვამდე “ევროპულმა საქართველომ” პოზიცია შეიცვალა და კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მან ბოიკოტი ორივე მოსმენას გამოუცხადა და არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობაც არ მიუღია.