ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა

სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოში განაცხადეს.

როგორც ცენტრში განაცხადეს, ინფიცირებულ ქალბატონს სოფელში კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა არავისთან ჰქონია, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ინფიცირება კახეთში არ მომხდარა.

,,ქალბატონი მუშაობს თბილისში. ყარაჯალაში ჩამოვიდა საღამოს, სამ პიროვნებასთან ერთად. სოფელში კონტაქტი არავისთან ჰქონია და შვილთან ერთად მიაკითხა საავადმყოფოს. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიკვლიოთ ყველა დეტალი, სადმე ხომ არ გადაადგილდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. შემოწმდებიან ასევე მედიკოსებიც”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსით შუა ხნია ქალი დაინფიცირდა. ინფიცირებული ქალი თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

იტვირთბა....