ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

თელავში კორონავირუსით შუა ხნის ქალი დაინფიცირდა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსით შუა ხნია ქალი დაინფიცირდა. ინფიცირებული ქალი თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

აღნიშნულ ინფორმაციას “ქრონიკა” ავრცელებს.

“მეტრონომმა” ინფორმაცია თბილისის ინფექცურ საავადმყოფოში გადაამოწმა. ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში თელავიდან პაციენტი არ შეუყვანიათ.

“ვერ გეტყვით, ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში თელავიდან არავინ შემოუყვანიათ. საღამოს უკვე მექნება ამ საკიტხზე ინფორმაცია,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

იტვირთბა....