ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი სასამართლო დარბაზში დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი სასამართლო დარბაზში დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებატა ცენტრი ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეფექტური მუშაობა.

„მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ქ. მ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა.ი. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. აღნიშნულ საქმეზე ორი წლის განმავლობაში ა. ი-ს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და იგი კვლავ აგრძელებდა მუშაობას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანამდებობაზე.  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს, თითქმის 2 წელი დასჭირდა საქმეზე დასრულებული დასკვნის გასაცემად. დაზარალებული ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არ შეისწავალა ა.ი.-ს საქმე.

უწყებების განმარტებით, ა. ი-ს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა თბილისის პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდგომ. თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა რეაგირება არ მოახდინეს იმ ფაქტზე, რომ ა. ი. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არ შეასრულა თავისი, როგორც მოქალაქეობრივი, ისე სამსახურეობრივი ვალდებულება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....