ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, ვერ დავეწიე…” – რას ყვება გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი

ერთ-ერთი ვინც ბოლომ ნახა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მისი მეგობარი გუკა ამირხანაშვილია, რომელიც ტელეკომპანია “მთავარის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ შაქარაშვილი ჩარბოდა ჩასახვევში, მან ის ბოლოს ხიდზე ნახა როგორ ჩარბოდა და მის მერე აღარ უნახავს.

“მოგვიყენეს მანქანა. გავიქეცით, იმიტომ რომ პირველს დრინი ჩაარტყეს სახეში. გავიქეცით მერე მივტრიალდით მანქანა რომ დავინახეთ… წავიდა.

“ეს ნაცემები წავიდნენ მანქანით. თქვეს რომ დაბადების დღე გავაგრძელოთო და ავიდნენ ლისზე. ვერ ჩავეტიეთ ამ მანქანებში და ავედით ფეხით. ტრასაზე გადავედით, ველოდებით ტაქსს და მაგ დროს მოაყენეს ერთხელ მანქანა და პირველივე გვლეწეს და გავიქეცით. მერე ეს მანქანა რომ წავიდა, მერე მივტრიალდით ამ ბიჭის დასახმარებლად.  მერე გავიქეცით, შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, რომ ვერ დავეწიე და სხვა გზით მომიწია წასვლა. იმიტომ რომ უკვე კუდზე მყავდნენ და გადავვარდი ხევში. შაქარა ჩარბოდა ჩასახვევში და ხიდზე ვნახე რომ ჩარბოდა. მაგის მერე არ მინახავს” – ყვება გუკა ამირხანაშვილი.

შეგახსენებთ, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მანამდე ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა მოითხოვა. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი უწყვეტი ძიების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვნეს. წინასწარი ინფორმაციით, დაბადების დღეზე ახალგაზრდებს შორის კამათი მოხდა, რომელიც შემდგომში გარეთ გაგრძელდა.

 

 

იტვირთბა....