“აფხაზეთში აცნობიერებენ, რომ კრიზისულ მდგომარეობაში არიან და იქნებ რაიმე სახის პროდუქტი შემოვიდეს საქართველოდან. გალის ბაზარი, რომელიც ერთ-ერთი დიდია აფხაზეთში, იკვეთება დანარჩენი საქართველოთი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ ბაზარმა იმუშავოს. ახლა ჩვენ რომ გვქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა, ამ სიტუაციას ადამიანი კარგად გამოიყენებდა თუნდაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით. მითუმეტეს ჩვენთვის 100 ტონა ფქვილი არ იქნებოდა პრობლემა, თუ კადიროვისთვის არ იყო ეს პრობლემა.”
მამუკა არეშიძე – ანალიტიკოსი
ამის შესახებ მამუკა არეშიძემ “მეტრონომს” ე.წ. აფხაზეთში არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე საუბრისას განუცხადა.
აფხაზეთის მკვიდრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც დე-ფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტში ფინანსური მარაგი ამოწურულია და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ლიდერები მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებენ.
დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რამდენიმე ხნის წინ თავად დააანონსა, რომ მოსკოვიდან დაპირებული ფული 6 თვეა არ ჩარიცხულა და თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკა უკიდურესს კრიზისში შედის.