აფხაზეთის მკვიდრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც დე-ფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტში ფინანსური მარაგი ამოწურულია და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ლიდერები მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებენ. თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერები პერიოდულად იკრიბებიან და ცდილობენ კრიზისის დაძლევას.
“დროა დავიწყოთ ქურდობა” – ასე აკომენტარებს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მაცხოვრებელი.
საქმე იმაშია, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რამდენიმე ხნის წინ თავად დააანონსა, რომ მოსკოვიდან დაპირებული ფული 6 თვეა არ ჩარიცხულა და თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკა უკიდურესს კრიზისში შედის.
დე-ფაქტო აფხაზეთში საბიუჯეტო კრიზისია. მოსკოვიდან დაფინანსება უკვე 6 თვეა სოხუმს არ მიუღია და ე.წ. რესბუბლიკა კატასტროფის წინაშეა. სხვათაშორის ამ ინფორმაციას უკვე არ მალავს დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. მისი თქმით, 2020-2022 წლებში რუსეთიდან დაგეგმილი ფინანსური რესურსი შესაძლო გადაიხედოს. თუმცა, ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა მოსკოვიდან, იმედს იტოვებს, რომ აფხაზეთისთვის განკუთვნილი თანხები არ შემცირდება.