“საფრთხე არსებობს სანამ მე ვარ ცოცხალი კი არა, სანამ ისინი არიან ცოცხალი, ამიტომ იმისთვის, რომ მთელმა სამყარომ ცოტა მაინც ამოისუნთქოს, რუსეთის პრეზიდენტს მალე სიკვდილს ვუსურვებ, მთელი გულით, მსოფლიოში მგლოვიარეზე ბევრად უფრო მეტი ისეთი ადამიანი იქნება, ვისაც მისი სიკვდილი გაუხარდება”
გიორგი გაბუნია, ჟურნალისტი
“მთავარი არხი”, გადაცემა “პოსტ ფაქტუმი”
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვი, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა.
სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.