მთავარი ციტატა

“მე ცოცხალი არასდროს დავიჩოქებ, მომკლან და მკვდარი დამაჩოქონ!”

“რუსეთს ერთი ატომური ბომბი არ ჩამოუგდია ჩვენს მიწაზე, თორემ სხვა როდის დაგვინდო, როდის მოგვერიდა ან ქართველ დედებს და მათი შვილების საფლავებს როდის გაუწია ანგარიში, რომ მე მოვრიდებოდი მაინც და მაინც მისი საფლავის ხსენებას, თან ჩემი სიტყვები ეკუთვნის პირადად რუსეთს და მის მონებს და არა მთლიანად რუსეთს. მე პატივს ვცემ რუს ხალხს და მიყვარს მათი კულტურა, არც რამზან კადიროვი განასახიერებს ჩეჩნეთს… მე ცოცხალი არასდროს დავიჩოქებ, მომკლან და მკვდარი დამაჩოქონ, თუ შეძლებენ. მე სიკვდილის დიდად არც მანამდე მეშინოდა”

გიორგი გაბუნია, ჟურნალისტი

“მთავარი არხი”, გადაცემა “პოსტ ფაქტუმი”

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვი, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა. 

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

იტვირთბა....