ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია ეპიდვითარება საქართველოში – 21 ივნისის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა.

ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ს შეადგენს – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს; გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 755-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....