“ივანიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა თუ ლოგიკიდან ამოვალთ და საჭიროებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ივანიშვილმა ეს ყველაფერი უნდა გაიტანოს. პროცესის დასრულებამდე დარჩა ორი კვირა და დაველოდოთ. ხელისუფლებისგან სიურპრის ველოდებით ყოველწამს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა სრულიად არალოგიკურად. მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ ვინმეს აწყობს ამ ცვლილებების გატანა, ეს ბიძინა ივანიშვილია.”
აკაკი ბობოხიძე – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ “დრის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართა. კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრა იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისისთვის სამივე მოსმენით მიღებული უნდა იყოს.