ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სასამართლოში დაიკითხებიან.
ცნობილია, რომ ისინი გამოძიებას ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემენ.
როგორც საქალაქსო სასამართლოში მისვლისას გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას სუსისგან გქონდა ინფორმაცია, რომ უთვალთვალებდნენ, ხოლო ამ ეტაპზე საქმის დეტალები მისთვის უცნობია.
“ინფორმაცია მქონდა იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესალოა ყოფილიყო დღის წესრიგში. მეტი დეტალი არ ვიცი. ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ. მქონდა ინფორმაცია სუსისგან და გამაფრთხილეს რომ ამის შესახებ არ უნდა მელაპარაკა,”- აცხადებს გაბუნია.
გაბუნია ჩეჩენი ლიდერის განცხადებასაც ეხმაურება. მისი ტქმით, კადიროვმა ფაქტობრივად თავად თქვა, რომ ლიკვიდაცია მისი შეკვეთილი იყო.
ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. .მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.