მთავარი ციტატა

ანა დოლიძე: “ვწუხვარ, თუ ნაზი ჯანეზაშვილი იქნება მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის მიერ ჩემ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეში”

“ძალიან ვწუხვარ, თუ ნაზი ჯანეზაშვილი იქნება გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, სერგო მეთოფიშვილის მიერ ჩემ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეში. ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან, კონკრეტულად დღეს ჩემთან დაკავშირებით ჰიპერაქტიურობა, სამწუხაროდ, მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, სერგო მეთოფიშვილის „კლანის” კამპანიას, რომლის მიზანია დააზიანოს ჩემი იმიჯი”

ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

შეგახსნებთ, ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ სხვა თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობა შექმნეს. ნაზი ჯანეზაშვილი კი ანა დოლიძეს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ანა დოლიძე, პოლიტიკური აქტივიბების დაწყებით და იმავე თანამდებობაზე დარჩენით კანონს არღვევს.

იტვირთბა....