aviabiletebi
მთავარი ციტატა

“გაბუნიას საქმე არის კლასიკური საერთაშორისო ტერაქტი” – გია ხუხაშვილი

“გაბუნიას საქმე არის კლასიკური საერთაშორისო ტერაქტი, რომლის მიზანი მხოლოდ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია კი არ იყო, იყო საზოგადოებაში შიშის დათესვა ან აგრესიის გამოწვევა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით ეს იყო ტერაქტი. ტერაქტს აქვს ორი განმარტება – ეს არის ან სისხლის სამართლებრივი ან პოლიტიკური”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი

ტელეკომპანია “ფორმულა”, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულა”

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო  ჩამოსული. .მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი  მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.

 

იტვირთბა....