“არათუ თავი ამოწურა, უკვე თავი მოგვაბეზრა კობახიძეებმა და ყველამ, ვინც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას თავისი კორუფციული, ფინანსური ინტერესებისთვის და მზად არის სამშობლო ბოლომდე გაყიდოს, მოიგონოს ათასნაირი სისულელე და ათასნაირი ზღაპარი. კობახიძეს ამ განცხადებაზე მე შევუბრუნებ: თუ ეს ასე არის, მაშინ თქვენი ვალდებულებაა ის „გრუს“ აგენტები, რომლებიც დაასახელეთ, მაშინ მათ მიმართ გამოძიება აწარმოოთ და დააკავოთ. თუ ამას ვერ იზამთ, მაშინ კობახიძე გამოვიდეს და საჯაროდ სახეზე ნაცარი წაისვას.”
გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს“ ლიდერი
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას პრორუსული ძალა უწოდა, ხოლო ირაკლი ოქრუაშვულს – “გრუს” აგენტი.