მთავარი ციტატა

“პირდაპირ რუსული კვალი იკვეთება იმ ოპოზიციაში, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება”

“ცოტა ხნის წინ ციხიდან საპრეზიდენტო აქტით “გრუ”-ს აგენტი, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და სხვა ე.წ. დასავლურ ძალებთან ერთად ზის მოლაპარაკების მაგიდასთან. ამაში ირაკლი ოქრუაშვილს ვგულისხმობ, მაგრამ იქ არის ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, რომლებსაც არაერთხელ გაუკეთებიათ პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები. დღეს ეს პოლიტიკური ძალები ერთად სხედან და ერთი მიზანი აქვთ როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ანუ პირდაპირ რუსული კვალი, ძალა იკვეთება იმ ოპოზიციაში, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება. აქედან გამომდინარე ინტერესების თანხვედრა აბსოლუტურად ლოგიკურია და ამაზე მსჯელობა აუცილებელია.”

ირაკლი კობახიძე – უმრავლესობის წევრი

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.

 

იტვირთბა....