“ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის განმეორებითი მუქარის შემდეგ, რაც, დიდი ალბათობით, ადასტურებს, რომ სწორედ ის არის მკვლელობის დამკვეთი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სიცოცხლე კვლავაც საფრთხეშია”
გიორგი თარგამაძე, ჟურნალისტი
ტელეკომპანია “ფორმულა”
ხვალ, 18 ივნისს, 10 საათზე გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს. არსებული ცნობით, უწყება „მთავარი არხის“ ჟურნალისტს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.
ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.