aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ბატონო კადიროვო, თქვენი დროც სწრაფად მოვა…” – გივი თარგამაძე

“ბატონო კადიროვო, თქვენი დროც სწრაფად მოვა, გაცილებიით სწრაფად, ვიდრე თქვენ ეს ახლა წარმოგიდგენიათ, თქვენ უცილობლად აგებთ პასუხს როგორც ჩეჩენი ხალხის, ისე – საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. გამიხსენეთ ამ ძვირფას მომენტში და გაიხსენეთ თქვენ მიერ მხეცურად მოკლული თითოეული თავისუფლებისმოყვარე ადამიანი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გივი თარგამაძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

TV პირველი, გადაცემა “რეაქცია”

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებიდან გამომდინარე შეფასებას არ გააკეთებს.

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის  საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი  მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.
იტვირთბა....