ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც წერს, რომ ხელისუფლება ამ საქმეს ჩვეულებრივი სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩარჩოში ტოვებს.
როგორც გია ხუხაშვილი პოსტშიაღნიშნავს, ამ საქმეში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია, რომლის “წაყრუებაც” იქნება რუსეთთან მორიგ თემაზე მორიგი კაპიტულაციის აქტი.
“ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გაბუნიას საქმის ჩვეულებრივი სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩარჩოში დატოვების მცდელობას.
სინამდვილეში, ამ საქმეში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია, რომლის “წაყრუებაც” იქნება რუსეთთან მორიგ თემაზე მორიგი კაპიტულაციის აქტი. ასე იქცევი, როცა ძალიან გეშინია და გაქვს ილუზია, რომ დათვს თუ მოეფერები, ის ამას დაგიფასებს და აღარ შეგჭამს.
მშიშარა ხელისუფალი ისევე სახიფათოა, როგორც თავზეხელაღებული,”- წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, გაბუნიას თქმით, მან იცოდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მას უთვალთვალებდნნე და დაცვაც გააძლერა.
მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.