გაზეთი ვერსია მაღალჩინისანი სამართალდამცავებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით მორიგ დაკავებებს ვიხილავთ.
როგორც ვერსია წერს, ამ საქმესთან დაკავშირებით ცნობილი ოჯახის წევრების დაკავება მოხდება.
“გასულ კვირას, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია და დაკავებული ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე ყველას გემახსოვრებათ. ამ ამბავს საინტერესო გაგრძელება მოჰყვებაო, კულუარულად გვეუბნებიან მაღალჩინისანი სამართალდამცავები. ისინი იმასაც ადასტურებენ, რომ მორიგი დაკავება ამ კვირაში იგეგმება და ის აღნიშნული საქმის გაგრძელება იქნება. ვნახოთ, თუმცა როგორც გვითხრეს, საზოგადოებისთვის ცნობილი ოჯახის წევრს დააკავებენ და უმძიმეს ბრალსაც წაუყენებენ”.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, გაბუნიას თქმით, მან იცოდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მას უთვალთვალებდნნე და დაცვაც გააძლერა.
მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.