“მსგავსი შემთხვევები მეორედება და რაღაც შემთხვევითობა რომ არაა, ამაზე ადამიანს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს. ასეთი არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ბოლომდე გამოძიებული. ამ შეთხვევაში ხალხს უნდა დაეხმაროს ხელისუფლება.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ამის შესახებ რომან გოცირიძემ “დღის ამბებშო” სტუმრობისას განაცხადა.
ცნობისთვის, ვარკეთილსი ხალძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხოლო, სახანძრო-სამაშველო ბრიგადის თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლი 4000-მდე კვ.მ-ზე გავრცელდა. ადგილზე 25-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული .ხანძრის კერა ლოკალიზებულია და საფრთხე აღარ არსებობს. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურზე გადასულიყო, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება შეძლეს.