მთავარი ციტატა

“თუ პუტინს ამ საქმეში არ ჰყავს მოკავშირეები, მაშინ ხელისუფლებას მომხდარი ამბავი უნდა დაეგმო”- თეა ადეიშვილი

“არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ საქართველოს მოქალაქეებიც არ ვართ დაცულები. ამ ქვეყანაში დაცული არავინ ვართ. მედიამ არ კი გააშუქა ეს ამბავი. გიორგი გაბუნიას სახელის და გვარის ხსენება შეეშინდათ იმ არხზე, სადაც ის მონოლოგი წაიკითხა, რის გამოც იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია. გამოდის, ყველას შეეშინდა. ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ხელისუფლებაში, არც კი დაუგმიათ, რომ საქართველოში შემოვიდა “ქილერი”, რომელიც ქვეყნის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა. იმ მონოლოგიდან ერთი წელი გავიდა, ალბათ გიორგი გაბუნიას თავის მირთმევა უნდოდა ხელისუფლების მოკავშირეებისთვის. თუ პუტინს ამ საქმეში არ ჰყავს მოკავშირეები, მაშინ ხელისუფლებას უნდა დაეგმო ეს ამბავი. გარდა იმისა, რომ გაბუნია ოპოზიციური ჟურნალისტია, ის არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ხელისუფლებამ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე.”

თეა ადეიშვილი – “მთვაარი არხის” ჟურნალსტი

ამის შესახებ თეა ადეიშვილმა “დღის აბებში” სტუმრობისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის  საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.

ფაქტს, გიორგი გაბუნიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია, ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება.

 

იტვირთბა....