მთავარი ციტატა

“გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების წლისთავი ახლოვდება და შეიძლება, სწორედ წლისთავზე იგეგმებოდა ეს ყველაფერი”- შარაშენიძე

“შეურაცხყოფას ასე მარტივად ბუნებრივია, არ ატარებენ. მე არ ვიცი, მსგავს რამეზე პუტინი იძლევა თუ არა პირადად სანქციას, მაგრამ მაგალითად დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ ნემცოვი მოკლეს ჩეჩნებმა, რომ პუტინისთვის ესიამოვნებინათ და გაბუნიას პირდაპირ დაემუქრნენ. წლისთავი ახლოვდება გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების და შეიძლება, სწორედ წლისთავზე იგეგმებოდა ეს ყველაფერი”

თორნიკე შარაშენიძე –  ანალიტიკოსი

ამის შესახებ შარაშენიძემ “ინტერპრესნიუსთან” გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის  საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.

ფაქტს, გიორგი გაბუნიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია, ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება.

 

იტვირთბა....