ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არც პროფესიით არ ვარ ჟურნალისტი და არც ისედაც. არ ვიქცევი როგორც ჟურნალისტი…” – გაბუნია

“მე ჟურნალისტადაც არ ვთვლი ჩემს თავს. მე ვარ უბრალოდ ტელე-წამყვანი, ტელე-ფიგურა, რომელსაც არ სიამოვნებს მკაფიო და მკაცრი სტანდარტები. არც პროფესიით არ ვარ ჟურნალისტი და არც ისედაც. არ ვიქცევი როგორც ჟურნალისტი. ძალიან ხშირად ვარღვევ იმ სტანდარტებს, რომელიც შეიძლება ჟურნალისტმა უნდა დაიცვას.”

გიორგი გაბუნია – “მთავარი არხის” ჟურნალისტი

ამის შესახებ გაბუნიამ “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გაბუნია მასზე დაგეგმილ თავდასხმასაც გამოეხმაურა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

იტვირთბა....