ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმ აზრს, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს” – გამყრელიძე

გამყრელიძე

“რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში პროგნოზირებენ, რომ, როგორც ყველა რესპირაციული ვირუსი, შეიძლება გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში, აციების პერიოდში. ჩვენთან რესპირაციული ვირუსები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან აქტიურდება, თუმცა მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმ აზრს, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევების მატება პრონოზირებადი იყო და მოულოდნელობა არ არის. როგორც გამყრელიძე აცხადებს: “ეს პანიკისა და შეშფოთების საფუძველი არ არის, თუმცა გვმართებს სიფრთხილე. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ სვლით  პრობლემა ჯანდაცვის სისტემაში არ შეგვექმნება.”

იტვირთბა....