ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე სპორტული ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნობა

დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად, სამგორის რაიონში, სპორტული ობიექტების მშენებლობას დაათვალიერებს.

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დედაქალაქში ორი სპორტული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ოთხი სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრია.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან სამი (ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, ჭიდაობის სპორტული დარბაზი და ლილოს საცურაო აუზი) სამგორის რაიონში მდებარეობს.

მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 11 502 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

ვარკეთილის მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება:

  • სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის;
  • ტანვარჯიშის დარბაზი;
  • სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი;
  • ტრენაჟორების  სივრცე ფიტნეს დარბაზთან ერთად;
  • ორი საცურაო აუზი;
  • კაფე;
  • სპორტული ინვენტარის მაღაზია;
  • მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა;
  • საკონფერენციო დარბაზი;
  • სახელოვნებო სკოლა;
  • ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე;
  • მიწისქვეშა სართული პარკირებისთვის.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრი ამ დრომდე არ არსებობდა.

ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 11 499 998 ლარია.

მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, 3 მ/რ, კორპ. 319-ის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან.

დრო: 16 ივნისი, 14:00 საათი

ჭიდაობის სპორტული დარბაზი

დიდ ლილოში, ვარკეთილის დასახლებაში არსებული შენობის სპორტულ დარბაზად გარდაქმნის და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სახელშეკრულებო თანხა 934 353 ლარს შეადგენს.

მისამართი: დიდი ლილო, ვარკეთილის დასახლება.

დრო: 16 ივნისი,14:30 საათი

საცურაო აუზი

ლილოს დასახლებაში, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე, საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია.

მისამართი: ლილოს დასახლება, 107-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

დრო: 16 ივნისი, 15:00 საათი

საკონტაქტო პირი: თამარ საგანელიძე 593 61 66 70

იტვირთბა....