შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში 1976 წელს დაბადებული ა.გ დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, “კრიმინალური ავტორიტეტი“, ასევე, ე.წ. კანონიერი ქურდის თემური გვასალიას დავალებით სენაკელ ბიზნესმენს 60 000 დოლარს სძალავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ე.წ. ჩეჩნური დაჯგუფების სახელით შვილი მკვლელობით ემუქრებოდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.გ. და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი – 2001 წელს დაბადებული გ.გ., ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების – “მაგამედისა” და „ხაკიმის” სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის – თემური გვასალიას (მეტსახელად „თემურ სოხუმსკი“) დახმარებით, მოქალაქეს – 1967 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.
სამართალდამცველებმა ა.გ. დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი – 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
შსს ავრცელევს ფარულ ჩანაწერს, სადაც ცნობილი „კანონიერი ქურდის“, თემურ გვალასალიას საუბარია ასახული..

