ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქედაში ძლიერმა სეტყვამ ადგილობრივებს მოსავალი გაუნადგურა

აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა.

სოფლებში ხარაულაში, დანდალოში, კოკოტაურში, ცხმორისა და აბუქეთაში სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა.

ადგილობროვების განცხადებით, დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი.

ქედის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას მერის წარმომადგენლები სწავლობენ, ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

იტვირთბა....