“ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ”, – ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე არჩევნების შესაძლო გადადების თაობაზე “ქართული ოცნების” ირაკლი კობახიძის განცხადებას.
მამუკა ხაზარაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ოქტომბერი იქნება თუ დეკემბერი, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდება.
“ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ. მათ მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერ დროს, ნოემბერი იქნება ეს, ოქტომბერი თუ დეკემბერი, ისინი დამარცხდებიან და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდებიან“, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ , თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე 31 ოქტომბრამდე პერიოდს , არჩევნები შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს.