ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არჩევნების გადადება დაუშვებელია, რადგან საკონსტიტუციო ციკლიდან არ უნდა ამოვარდეს ქვეყანა” – რომან გოცირიძე

“კობახიძის განცხადებით, ფაქტობრივად, ვლინდება ხელისუფლების ჩანაფიქრები, თუმცა, „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი უშველის” , – ასე ეხმიანება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, არჩევნების ოქტომბერში ჩატარების საკითხი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ობიექტურ გარემოებებზე, თუმცა კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას კორონავირუსის თემით მანიპულირება აქვს გადაწყვეტილი.

”ამ განცხადებით, ფაქტობრივად, ვლინდება ხელისუფლების ჩანაფიქრები. ეს ან წამოცდენა იყო ან საცდელი ინფორმაციის სახით გაახმოვანა კობახიძემ ეს აზრი, რათა ენახათ, თუ რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს. ეს ემსახურება რამდენიმე მიზანს, პირველი ის, რომ უნდა მოადუნონ ოპოზიციის აქტივობა და გაურკვევლობაში ჩააგდონ საარჩევნო სუბიექტები. ამასთან, მათ გადაწყვეტილი აქვთ კორონავირუსის თემით მანიპულირება-უნდა ჩაატარებენ ოქტომბერში არჩევნებს, უნდათ – არა, როგორც მათ აწყობთ იმის მიხედვით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მათი რეიტინგი. თუ ოქტომბერში არ მოეწონებათ რეიტინგი, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს ქვეყანაში, შეეცდებიან დაძაბული ვითარება შექმნან, გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა და შემდეგ არჩევნები გადაწიონ. როგორც ჩანს, გეგმავენ რა დროში ააწყობენ პიარს, ფულს, საკუთარ რეიტინგს და ა.შ.

რა თქმა უნდა, არჩევნების გადადება დაუშვებელია, რადგან საკონსტიტუციო ციკლიდან არ უნდა ამოვარდეს ქვეყანა. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი უშველის. თუნდაც კონგრესმენების ბოლო განცხადებები მოწმობს იმას, რომ მათთვის უკვე გამოტანილია განაჩენი,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ , თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე 31 ოქტომბრამდე პერიოდს , არჩევნები შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს.

.

იტვირთბა....