ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვფიქრობ, ამ ინიციატივის განხილვა შესაძლებელია” – დეკანოიძე სააკაშვილის განცხადებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების ერთიანი საარჩევო სიის შექმნასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც აფასებენ. ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინადადების განხილვა შესაძლებელია.

როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, სააკაშვილის მხრიდან ეს ინიციატივა პირველად არ გაჟღერებულა და ამაზე საუბარი სხვადასხვა სახით პარტიის შიგნითაც მიმდინარეობდა.

„სხვადასხვა სახით ჩვენს შიგნითაც მიმდინარეობდა ეს მსჯელობა და მე ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა, როგორც ერთიანობის მძლავრი იდეა, შესაძლებელია აქტიურად იყოს განხილული. თუ ვინმეს უნდა ბნელ ოთახში დაინახოს ის, რაც არ არსებობს ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ რაც გვსურს საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს – ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

იტვირთბა....