ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვლადიმერ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტი ფიზიკურ კომუნიკაციას წყვეტს და ონლაინშეხვედრების ფორმატზე გადადის.

„პრეზიდენტი მასობრივ ღონისძიებებს აღარ დაესწრება, გადაიდო ყველა სამუშაო ვიზიტი. მასთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მხოლოდ პირად დაცვასა და პირად ასისტენტებს ექნებათ”, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს. ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ტესტირება ჩაუტარდათ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მათ შვილებსაც, ტესტების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

იტვირთბა....