ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეორე ტალღა ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში იქნება, რადგან, როგორც კი ფანჯრები იხურება, ამ დროს ნებისმიერი ვირუსის გავრცელება უფრო მაღალია” – გაბუნია

როგორც კი ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ფანჯრები იხურება, ამ დროს ნებისმიერი ვირუსის გავრცელება უფრო მაღალია, ამდენად მეორე ტალღა თუ დადგა, მოსალოდნელი პერიოდი ალბათ სექტემბერ-ოქტომბერი იქნება – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “ღია ეთერში” საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ზაფხული არა საზეიმოდ, არამედ შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად გამოიყენონ.

“ჯანმო დაბეჯითებით, მკაფიოდ გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული გამოვიყენოთ არა საზეიმოდ და იმ შედეგების აღსანიშნავად, რომელიც აქამდე მივიღეთ, არამედ გამოვიყენოთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად. სეზონურობის თეორიის (რომელიც შეიძლება მართალი გამოდგეს), მყარი საფუძველი არ გააქვს, მაგრამ ზოგადად რესპირაციულ ინფექციებს რა ტენდენციების ახასიათებს საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ ვირუსსაც შესაძლოა გავრცელების იგივე ხასიათი ჰქონდეს.ნუ როგორც კი ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ფანჯრები იხურება, ამ დროს ნებისმიერი ვირუსის გავრცელება უფრო მაღალია, ამდენად მეორე ტალღა თუ დადგა, მოსალოდნელი პერიოდი ალბათ სექტემბერ-ოქტომბერი იქნება,” – განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....